top of page
Worker on Ladder

დეტექტი უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ან შენობის უსაფრთხოების სტანდარტების შეფასებას, დადგენასა და მონიტორინგს.

შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა/გატარება

შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა/გატარება გულისხმობს არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას. აღნიშნული მიმართულება ასევე მოიცავს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

უსაფრთხოების რისკების შეფასება

უსაფრთხოების რისკების აუდიტი მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესანარჩუნებლად. რისკი, საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულისთვის ზიანის მიყენების ალბათობაა. რისკის შეფასება ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;

დამსაქმებელი ვალდებულია, განსაზღვროს და დანერგოს სამუშაო სივრცეში/ლოკაციებზე ინდენტიფიცირებული საფრთხეებიდან მომდინარე რისკის საკონტროლო ღონისძიებები.
საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრისას, დასაქმებული ვალდებულია იხელმძღვანელოს კონტროლის იერარქიით:
• საფრთხის აღმოფხვრა;
• საფრთხის შემცირება;
• საფრთხის იზოლირება (საფრთხისგან ადამიანების გარიდება);
• უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურების გატარება;
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა;

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, რომ თქვენმა ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები.

დოკუმენტაციის შემუშავება/წარმოება

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონი ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომ დოკუმენტირდეს შრომის უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული ყველა პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტები შეიქმნას უახლესი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ჩვენი კომპეტენტური წარმომადგენელი დაგეხმარებათ, მოამზადოთ ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია საქართველოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. შესაძლებელია, უკვე არსებული დოკუმენტების გადახედვაც და კორექტირება.

კონსულტაცია

ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, რომ შეიმუშაოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები. იმისათვის, რომ შეფასდეს მიმდინარე პროცესები და გაიწეროს კონკრეტული კომპანიისათვის საჭირო უსაფრთხოების გეგმა, ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციის სერვისს. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი პროფესიონალების გუნდი შეისწავლის არსებულ საფრთხეებს, განიხილავს უსაფრთხოების რისკებს და წარადგენს დაგეგმილი პრევენციული სამუშაო პროცესის დოკუმენტაციას.

შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი

შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი გულისხმობს ორგანიზაციებში მიმდინარე დოკუმენტაციის შემოწმებას, რისკების შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.

მონიტორინგის მიზანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება. ჩატარებული სამუშაოების რეპორტი წარედგინება კომპანიის ადმინისტრაციას. რისკის შეფასების დოკუმენტის გადახედვა/განახლება საჭიროა პერიოდულად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის, იდენტიფიცირებული ახალი საფრთხის, განხორციელებული ტექნიკური ცვლილების, დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილის/სივრცის, საწარმოო პროცესის ცვლილების, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის, სამუშაო გარემო პირობების ცვლილების ან სხვა გარემოების არსებობის შემთხვევაში, რამაც შეიძლება წარმოშვას ახალი საფრთხე.

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი

სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება სწავლება/ინსტრუქტაჟი გულისხმობს, ორგანიზაციაში დასაქმებულთათვის, სამუშაო გარემოში რისკების შეფასების მეთოდოლოგიის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების გაცნობას.


საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათის, სტრუქტურისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია დააორგანიზოს დასაქმებულებისათვის სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი.
შრომის უსაფრთხოების დასანერგად აუცილებელია, რომ პერსონალს მივაწოდოთ ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია, მათთვის გასაგებ ენაზე.

თუ ამ ინფორმაციამ დაგაინტერესა, დამატებითი დეტალების მისაღებად დაგვიკავშირდით

bottom of page