top of page

ჩვენ გთავაზობთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების სრულ სერვისს.

სახანძრო სიგნალიზაცია

სახანძრო სიგნალიზაცია

სახანძრო დეტექტორების დაყენება აუცილებელია ყველა ადმინისტრაციულ და სოციალურ ობიექტზე. შენობა-ნაგებობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სისტემა დაუყოვნებლივ ამოიცნობს ხანძრის კერას და მოგაწვდით ინფორმაციას მისი ადგილმდებარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა დაპროექტდეს და დამონტაჟდეს მსოფლიოში მიღებული სტანდარტების შესაბამისად.
სიგნალიზაცია შესაძლებელია იყოს სადენიანი ან უსადენო.


ჩვენს მიერ შემოთავაზებული სახანძრო მაუწყებლობის სისტემა სერტიფიცირებულია მსოფლიო ბაზარზე წამყვანი ორგანიზაციების მიერ.


მუშაობის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
• შევისწავლით ობიექტს და მოგცემთ რეკომენდაციას სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობის შესახებ
• განვსაზღვრავთ სამისამართო პანელებისა და დეტექტორების განლაგებას
• დავადგენთ დაკაბელების მიმართულებებს
• სურვილისამებრ, ავაწყობთ ელექტრონულ ნახაზს, სადაც დატანილი იქნება სახანძრო მაუწყებლობის სრული სისტემა

სახანძრო სიგნალიზაცია
Fire Extinguisher

ცეცხლმაქრების გადამუხტვა

სახანძრო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ძველ ცეცხლმაქრებს ყოველწლიურად სჭირდება კონტროლი და გადამუხტვა, რათა საჭიროების შემთხვევაში, მზად იყოს გამოყენებისთვის.

 

ამისათვის აუცილებელია, რომ შემოწმდეს ცეცხლმაქრის ყველა შემადგენელი ნაწილი, დაზიანებული დეტალები შეკეთდეს, წნევა დარეგულირდეს და შიგთავსი შეივსოს.

გასასვლელის მანიშნებლები

ავარიული განათებები და გასასვლელის მანიშნებლები

ავარიული განათება აჩვენებს შენობის საევაკუაციო გზების მიმართულებას. მანათობელი ნიშნების დახმარებით შესამჩნევად მცირდება ევაკუაციის ხანგრძლივობა. სისტემა ხელს უწყობს, ხანძრისას, ხალხის ორგანიზებულ გადაადგილებას.

exit ნიშნები
Fire Extinguishing System

სახანძრო წყალმომარაგება

შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება გულისხმობს მილსადენებისა და ტექნიკური საშუალებების ნაკრებს, რომელიც წყალს მიაწოდებს სხვადასხვა შენობის სახანძრო ჰიდრანტებს.

 

აღნიშნული სისტემა რეკომენდებულია ხანძრის წარმოქმნის საწყის ეტაპზე, როგორც პირველადი დახმარება. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც სახლში მაცხოვრებლებს, ასევე ორგანიზაციებისა და საწარმოების მომსახურე პერსონალს.

სახანძრო ვენტილაცია

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შენობაში დაგროვილი დიდი რაოდენობით კვამლია, რომელსაც, ხშირად, ხანძრის მცირე კერაც კი იწვევს.

 

კვამლი აძნელებს სუნთქვას, სივრცეში ორიენტაციას, იწვევს პანიკას... შედეგად, რთულდება ადამიანების ევაკუაცია და ხანძრის ჩაქრობის პროცესი.

 

კრიტიკული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია შენობას ჰქონდეს გამართული ვენტილაციის სისტემა, რომელიც ეფექტურად გაიწოვს დაბინძურებულ აირს.

სახანძრო ვენტილაცია
Modular House in the Park

ხის კონტრუქციების დამუშავება ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარით

ხის კონსტრუქციებზე ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარის გამოყენებამ, შესაძლოა, შეამციროს ხანძრის გაჩენისა თუ გავრცელების რისკები და გაახანგრძლივოს ევაკუაციის პერიოდი.

 

ხანძარსაწინააღმდეგო ნივთიერებები გამოყენების მეთოდით განსხვავდება და იყოფა ორ კატეგორიად:

• ხსნარი, რომლითაც იჟღინთება ხის კონსტრუქციები
• ხსნარი, რომელიც ქმნის დამცავ ფენას ხის ზედაპირზე ლაქების, საღებავების, ფოლგის, ბოჭკოების ან თხელი ცეცხლგამძლე ბარიერის სახით

სპრინკლერები

ავტომატური საშხეფი სისტემა (სპრინკლერები)

სახანძრო მილები

ხანძრის ჩასაქრობად აპრობირებული საშუალებაა წყლის ავტომატური საშხეფი დანადგარების გამოყენება. სისტემა ავტომატურად აქტიურდება, რაც საგრძნობლად ზრდის ხანძრის ადრეულ ეტაპზე ჩაქრობის შესაძლებლობას.


სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებისგან განსხვავებით (ორთქლი, ქიმიური ნაერთები, ქაფი, ფხვნილი და ა.შ.), სისტემას აქვს ოპერაციის ფართო სპექტრი და მისი დამონტაჟება შესაძლებელია ხალხმრავალ ობიექტებში:

  • საოფისე ოთახები

  • საცხოვრებელი კორპუსები

  • საგანმანათლებლო დაწესებულებები

  • სავაჭრო და შესანახი ადგილები

  • საწარმოთა საწარმოო ზონები

ავტომატური ქრობა
ევაკუაციის გეგმა

ევაკუაციის გეგმა

ევაკუაციის გეგმა გამოკვეთს საევაკუაციო გზებსა და გასასვლელებს, სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ადგილმდებარეობას, ხანძრის დროს მოქცევის წესებსა და დამატებით ნიშნებს, რომელიც განმარტებულია ტექსტურ ნაწილში.

 

აქვეა მითითებული საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ნომერი. საევაკუაციო გეგმა უნდა დამზადდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ახალი მოთხოვნების შესაბამისად (საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ, დანართი N1). საევაკუაციო გეგმის შესადგენად საჭიროა შენობა-ნაგებობის შიდა ნახაზი.

 

ასეთი ნახაზის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილი გუნდი დაამზადებს ჯერ ნახაზს და შემდეგ საევაკუაციო გეგმას.

ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემა

აუდიო გახმოვანება უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. საევაკუაციო გახმოვანების დაყენება შესაძლებელია კომერციულ და არაკომერციულ ფართებში.

აუდიო გახმოვანება
bottom of page