ევაკუაციის გეგმა

ევაკუაციის გეგმა

Building in Construction

ევაკუაციის გეგმა გამოკვეთს საევაკუაციო გზებსა და გასასვლელებს, სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ადგილმდებარეობას, ხანძრის დროს მოქცევის წესებსა და დამატებით ნიშნებს, რომელიც განმარტებულია ტექსტურ ნაწილში. აქვეა მითითებული საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ნომერი. საევაკუაციო გეგმა უნდა დამზადდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ახალი მოთხოვნების შესაბამისად (საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ, დანართი N1). საევაკუაციო გეგმის შესადგენად საჭიროა შენობა-ნაგებობის შიდა ნახაზი. ასეთი ნახაზის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილი გუნდი დაამზადებს ჯერ ნახაზს და შემდეგ საევაკუაციო გეგმას.