უსაფრთხოების რისკების შეფასება

უსაფრთხოების რისკების შეფასება

Building in Construction

უსაფრთხოების რისკების აუდიტი მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესანარჩუნებლად. რისკი საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულისთვის ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხია. რისკის შეფასება ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;

დამსაქმებელი ვალდებულია, განსაზღვროს და დანერგოს სამუშაო სივრცეში/ლოკაციებზე ინდენტიფიცირებული საფრთხეებიდან მომდინარე რისკის საკონტროლო ღონისძიებები.
საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრისას, დასაქმებული ვალდებულია იხელმძღვანელოს კონტროლის იერარქიით:
• საფრთხის აღმოფხვრა;
• საფრთხის შემცირება;
• საფრთხის იზოლირება (საფრთხისგან ადამიანების გარიდება);
• უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურების გატარება;
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა;

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, რომ თქვენმა ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები.