დაშვების სისტემები

დაშვების სისტემები

Building in Construction

დაშვების სისტემა, დიდ თუ პატარა ორგანიზაციაში, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული სისტემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებს აძლევს ობიექტზე შესვლის უფლებას. ამგვარად, შესაძლებელია დარეგულირდეს, საჭიროებისამებრ კი, გაკონტროლდეს კომპანიაში მყოფი ადამიანების ვინაობა და რაოდენობა. სისტემა იცავს არა მხოლოდ საწარმოს თანამშრომლებს, არამედ მნიშვნელოვან დოკუმენტაციასა და აქტივებს.