შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი

შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი

Building in Construction

შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი გულისხმობს ორგანიზაციებში მიმდინარე დოკუმენტაციის შემოწმებას, რისკების შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. მონიტორინგის მიზანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება. ჩატარებული სამუშაოების რეპორტი წარედგინება კომპანიის ადმინისტრაციას. რისკის შეფასების დოკუმენტის გადახედვა/განახლება საჭიროა პერიოდულად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის, იდენტიფიცირებული ახალი საფრთხის, განხორციელებული ტექნიკური ცვლილების, დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილის/სივრცის, საწარმოო პროცესის ცვლილების, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის, სამუშაო გარემო პირობების ცვლილების ან სხვა გარემოების არსებობის შემთხვევაში, რამაც შეიძლება წარმოშვას ახალი საფრთხე.