სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება

შრომის უსაფრთხოების ტრენინგ

Building in Construction

სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება სწავლება/ინსტრუქტაჟი გულისხმობს, ორგანიზაციაში დასაქმებულთათვის, სამუშაო გარემოში რისკების შეფასების მეთოდოლოგიის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების გაცნობას.
საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათის, სტრუქტურისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია დააორგანიზოს დასაქმებულებისათვის სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი.
შრომის უსაფრთხოების დასანერგად აუცილებელია, რომ პერსონალს მივაწოდოთ ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია, მათთვის გასაგებ ენაზე.

ინსტრუქტაჟის თემატიკა
ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი (ასევე, სხვა ნორმების) და უსაფრთხო შრომის პრინციპების განხილვა;
ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა თუ აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციები და სახელმძღვანელოები;
გ) საგანგებო სიტუაციები, საევაკუაციო ღონისძიებები და მათი განხორციელება;
დ) არსებული საფრთხისა და რისკის, აგრეთვე მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.


ინსტრუქტაჟის სახეობები:
• თეორიული სწავლება
• პრაქტიკული სწავლება
• თეორიული და პრაქტიკული სწავლება


ინსტრუქტაჟის ჩატარების პერიოდულობა

დამსაქმებელმა სწავლების (ტრენინგების) ჩატარება უნდა უზრუნველყოს:
ა) დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;
ბ) დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;
გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა თუ სამუშაო მეთოდების დანერგვამდე, ახალი მანქანა-დანადგარების გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;
დ) განმეორებით, თავისი განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

სწავლება/ინსტრუქტაჟი რეკომენდებულია ყველა დასაქმებულისთვის, განურჩევლად პოზიციისა:
• მენეჯმენტის ზედა რგოლი;
• ადმინისტრაციული პერსონალი;
• მძღოლი/ოპერატორი;
• დღიური მუშა;
• დამლაგებელი;
• დარაჯი/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
• სხვა...